ერთი თვის წინ კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ადამიანის სტატუსი გაიმყარა. ფეხბურთელის ექაუნთმა 400 მლნ გამომწერს მიაღწია. კრიშტიანოს სიდიადის მასშტაბი რომ გავისიგრძეგანოთ, შევადაროთ სხვა ცნობილ ადამიანებს, კლუბებს, ლიგებს და ქვეყნებსაც კი.
ინსტაგრამზე ყველაზე პოპაულარული ადამიანების ათეულში რონალდო გიგანტური უპირატესობით უსწრებს სხვებს. ტოპებში კი სპორტსმენი ორია – კრიშტიანო და მესი.
რონალდო – 408.2 მლნ
კაილი ჯენერი – 315 მლნ
ლეო მესი – 309.6 მლნ
დუეინ ჯონსონი – 300.9 მლნ
სელენა გომესი – 300.1 მლნ
არიანა გრანდე – 297.2 მლნ
კიმ კარდაშიანი – 289.1 მლნ
ბიონსე – 240.6 მლნ
ქლოი კარდაშიანი – 223 მლნ
ჯასტინ ბიბერი – 222.3 მლნ
ახლა შევადაროთ კრიშტიანო ინსტაგრამზე ათ ყველაზე პოპულარულ კლუბს. სხვაობა კიდევ უფრო დიდია.
ავიღოთ ყველა კლუბი ერთად ტოპ 5 ლიგაში. ცალკეულად რონალდო მაინც ჯობნის თითოეულს (გიგანტური პრემიერლიგა და ლა ლიგაც კი თითქმის ორჯერ ჩამორჩებიან).
რონალდოს ინსტაგრამი შევადაროთ პორტუგალიის მოსახლეობას
რონალდო – 408.2 მლნ
პორტუგალია – 10.35 მლნ
კრიშტიანოს გამომწერია 39.5-ჯერ მეტი პორტუგალიის მოსახლეობის
ახლა შევადაროთ იმ ქვეყნებს, სადაც კრიშტიანოს უთამაშია
დიდი ბრიტანეთი – 67.6 მლნ
ესპანეთი – 46.9 მლნ
იტალია – 59.2 მლნ
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კითხვებიც ჩნდება. 2020 წლის თებერვალში (მაშინ რონალდომ 200 მლნ-ს გადააჭარბა) The Sun წერდა სერვის HypeAuditor-ზე დაყრდნობით, რომ კრიშტიანოს აუდიტორიის 18% საეჭვო იყო – ბოტები, ექაუნთები, რომლებიც მოისყიდიან გამომწერებს, ლაიქებს და კომენტარებს.
და თქვენ გყავთ გამოწერილი კრიშტიანო?
GIPHY App Key not set. Please check settings