in

რონალდოს და პორტუგალიის ღია ვარჯიშის უფასო ბილეთებს 800 ევროდ ყიდიან

საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში ღია ვარჯიში გამართა და ბევრი გულშემატკივარი ასიამოვნა. იგივეს აკეთებენ სხვა გუნდებიც და მათ შორის ჩვენი მომავალი მეტოქე პორტუგალიაც.

ოღონდ კრიშტიანო რონალდოს გამო აქ სხვაგვარი ვითარებაა: ვარჯიშზე დასასწრები ბილეთების გადაყიდვა დაიწყეს, თანაც… 800 ევროდ.

ამაზე ESPN იტყობინება.

პორტუგალია ვესტფალიაშია გაჩერებებული და ღია ვარჯიშიც იქაა. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა 6 ათასი უფასო ბილეთის დარიგებას, შემდეგ კი დაიწყო მათი გაყიდვა: ნაწილის 400 ევროდ, დანარჩენის – 800 ევროდ.

39 წლის რონალდო თავის მე-6 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ის საქართველოს ჯგუფის ბოლო მატჩში შეხვდება 26 ივნისს „აუფ შალკეზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისი ისტორიაში პირველად არის ევროს ფავორიტი

რომელმა კლუბმა გაუშვა ყველზე მეტი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე: საქართველო სამამდე ვერ ავიდა