in

რონალდოს ბრენდის ფორმა სპორტინგის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი გახდა

ლისაბონის „სპორტინგმა“ სარეკორდო გაყიდვებს მიაღწია კრიშტიანო რონალდოს ბრენდის ფორმის წყალობით.

სტადიონ „ჟოზე ალვალადეს“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით „სპორტინგმა“ ბრენდ CR7-სთან ერთობლივად გამოუშვა შავ-მწვანე ფორმა, რომელიც კლუბის 20 წლის წინანდელ საწვრთნელ ფორმას ასახავს.

40 დღის განმავლობაში მაისურმა სარეკორდო შემოსავლები მიიღო. ყველა მაისურის გაყიდვის არანაკლებ 64% სწორედ ამ კომპლექტზე მოდის. კლუბმა უკვე 2.2 მლნ ევრო იშოვა.

„მალე ციფრებს შემოგთავაზებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მესამე ფორმა „სპორტინგის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი გახდა“, – დაადასტურა კლუბის პრეზიდენტმა ფრედერიკ ვარანდაშმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს პროგრესი: ახალ რეიტინგში 10 ადგილით წინ

რეალის მაისურზე რეკლამა ყველაზე ძვირია: რამდენს იღებენ კლუბები სპონსორებისგან