in

რონალდოს ახალი რეკორდები: სარეკორდო მოგება, საგოლე პასი, მატჩები და ა.შ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ბოლო მატჩს თვით კრიშტიანო რონალდოსთან და მის ძალიან ძლიერ პორტუგალიასთან გამართავს. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მეორე ტურში თურქეთი 3:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, თანაც პირველი ადგილით. კრიშტიანომ კი ახალ-ახალი რეკორდები დაამყარა.

რონალდომ ევროზე მე-14 მატჩი მოიგო – ეს რეკორდია. კრიშტიანოს 23 მოგება აქვს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, უფრო მეტი მხოლოდ შვაინშტაიგერსა და კლოზეს უწერიათ (25). ამ 14 მატჩში არ ითვლება მატჩის შემდგომი პენალტებში გამარჯვებები.

კრიშტიანომ თურქეთთან შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტი გახდა – 7 შედეგიანი გადაცემა. კრიშტიანომ ამ მაჩვენებლით ჩეხ კარელ პობორჟსკის გაასწრო (6 ასისტი).
შეგახსენებთ, რომ რონალდო 14 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიცაა.

გარდა ამისა, რეკორდია ისიც, რომ რონალდომ ასისტი 39 წლის და 138 დღის ასაკში გააკეთა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი საგოლე პასის ავტორი გახდა.

დაბოლოს, რონალდომ ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ 19 მატჩი ითამაშა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ასეთი რამ მოახერხა, რადგან გაასწრო 18-მატჩიან ლეონარდო ბონუჩის.
ისე კი რონალდოს ევროპის პირველობებზე 27 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ცხადია ასევე რეკორდია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დარჩება ამერიკაში თუ წამოვა ევროპაში: ბითაძეს NBA-ის გუნდები გამოუჩნდნენო

ხვიჩა: რონალდო ჩემი კუმირია. მიხარია, რომ მოედანზე შევხვდები… აბა ვნახოთ რა მოხდება