in

რონალდოსთან თამაშს მოუთმენლად ველი, მაისურის გაცვლას ვთხოვ

„უოტფორდის“ პრესსამსახურმა რუბრიკაში „ოქროს ბიჭები“ საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ჩაწერა და კარიერიდან რამდენიმე საინტერესო მომენტი გაახსენა.

– პირველი თამაში, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურეთ?

– ისეთი პატარა ვიყავი, არც კი მახსოვს. ტელევიზორში ვუყურებდი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ მატჩს, როცა კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო ძალიან შორიდან გაიტანა. სტადიონზე პირველი თამაში საქართველოში ვნახე, მაგრამ არ მახსოვს როდის იყო და ვინ თამაშობდა.

– ვინ იყო თქვენი პირველი საფეხბურთო გმირი?

– კრიშტიანუ. ის ძალიან მომწონს, რადგან შრომისმოყვარე და წარმატებულია. ამას გარდა, უამრავი გოლი გააქვს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო და პორტუგალია ერთ ჯგუფში არიან. გახარებული ვარ და მის წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი. თანაც, თუ საშუალება მომეცემა, მაისურის გაცვლას ვთხოვ.

– გაიხსენეთ პირველი საფეხბურთო გუნდი.

– ეს იყო „დინამო თბილისი“ და მისი თეთრი მაისური, სადაც ადრე ვთამაშობდი. უკან გვარი არ ეწერა, მხოლოდ 10 ნომერი იყო გამოსახული.

– პირველი თამაში პროფესიონალურ დონეზე როდის ჩაატარე?

– 17 წლის ვიყავი, როდესაც „დინამო თბილისში“ ვითამაშე. არ მახსოვს, ვის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ ის მახსოვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

– პირველი გოლი ვისთან გაიტანე?

– პირველი გოლიც „დინამოში“ გავიტანე. მეტოქეები არ მახსოვს. უბრალოდ მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. როდესაც პირველი გოლი გაგაქვს, შესანიშნავი გრძნობა გეუფლება.

– პირველი წითელი ბარათი როდის მიიღე?

– ეს ბელგიაში თამაშისას მოხდა. პირველი წითელი ბარათი „ანტვერპენთან“ მატჩში მივიღე. არ გამიმართლა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ საფრანგეთი შოუთი დაასრულა: გოლი, ორი ასისტი და საუკეთესო შეფასებები

კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელია