კრიშტიანო რონალდომ YouTube-ის ოქროს ღილაკი მიიღო.
„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ოფიციალური YouTube არხის გაშვება გამოაცხადა. პირველ 90 წუთში რონალდო 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა – ეს ვიდეო ჰოსტინგის რეკორდია.
შემომიერთდით ახალ მოგზაურობაში: რონალდომ YouTube არხი გახსნა და რეკორდიც მოხსნა – ვიდეო
სოციალურ ქსელში კრიშტიანომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც შვილებს უჩვენებს ოქროს იუთუბის ღილაკს – ჯილდო გადაეცემა, როდესაც არხი 1 მილიონ გამომწერს მიაღწევს.
ამ ინფორმაციის გავრცელების მომენტში უკვე 22 მილიონი გამომწერი იყო. ცნობისთვის, 10 მილიონზე მეტი აუდიტორიის მქონე ავტორებს ბრილიანტის ღილაკი აქვთ.
GIPHY App Key not set. Please check settings