„მანჩესტერის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველად მოინახულა ქარინგტონის საწვრთნელი ბაზა.
36 წლის პორტუგალიელი თავდაპირველად შეხვდა და ესაუბრა გუნდის მთავარ მწვრთნელ ულე-გუნარ სულშერს.

ამის შემდეგ რონალდო ახალ თანაგუნდელებს მიესალმა, რომლებიც ნაკრებ გუნდებში არ წასულან და პირველი ვარჯიშიც გამართა.

„ეშმაკებმა“ კრიშტიანოს ტრანსფერზე 24 აგვისტოს გამოაცხადეს.
მატჩი-ქამბექი 11 სექტემბერს უნდა შედგეს, როდესაც „იუნაიტედი“ საკუთარ არენაზე „ნიუკასლს“ მიიღებს.

ქალბატონი დედა შვილს ცოცხლად ვეღარ ნახავს: რონალდომ დედას მისი ყურება აუკრძალა
რონალდოს ინგლისში ყველაზე დიდი ხელფასი დაუნიშნეს: რამდენს იღებენ პრემიერლიგაში
რონალდო ოქროს კვერცხისმდებელია: კრიშტიანომ მაისურების გაყიდვების რეკორდი დაამყარა
GIPHY App Key not set. Please check settings