in

რონალდომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა: კრიშტიანომ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ჩემპიონატებში

კრიშტიანო რონალდომ ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი გოლებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის შეხვედრაში რონალდომ დუბლი შეასრულა „ალ შაბაბთან“, რაც მისთვის ეროვნულ ლიგებში გატანილი 516-ე და 517-ე გოლები აღმოჩნდა.

ამ 517 გოლიდან 3 პორტუგალიის ჩემპიონატშია გატანილი („სპორტინგი“), 103 პრემიერლიგაში („მანჩესტერი“), 311 – ლა ლიგაში („რეალი“), 81 – სერია ა-ში („იუვენტუსი“) და 19 – საუდის არაბეთში („ალ ნასრი“).

როგორც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) იუწყება, რონალდო ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა, მან იოზეფ ბიცანს და ფერენც პუშკაშს გაუსწრო – 515 გოლი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მიაღწია 600 გოლიან ნიშნულს ეროვნულ ჩემპიონატებში. ლეო მესის ამჟამად 496 გოლი აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილი დაბრუნდა და საუკეთესო იყო, გელაშვილი გადაიდო

6.56 მილიარდი დაიხარჯა ტრანსფერებზე: გაუმჯობესდა 2019-ის რეკორდი