კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პროფესიონალურ ფეხბურთში ამ ნიშნულს მიაღწია.
პორტუგალიელმა სარეკორდო გოლები „არსენალს“ გაუტანა პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩში (3:2).
„იუნაიტედის“ რიგებში კრიშტიანოს 130 გოლი აქვს შეგდებული.
801 გოლი ითვლება ოფიციალურ მატჩებში და მოიცავს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეს.
ყველაზე მეტი გოლი რონალდოს გატანილი აქვს „რეალის“ რიგებში – 450. „იუვენტუსზე“ მოდის 101 გოლი, „სპორტინგში“ გატანილი აქვს – 5. პორტუგალიის ნაკრებში 115 გოლი დაუგროვდა.
ბარემ სხვებზეც ვთქვათ. პელეს 767 ოფიციალური გოლი უფიქსირდება, მესამე ადგილზეა ლეო მესი – 756. ათეულში ორი მოქმედი ფებხურთელია – ლევანდოვსკი (578) და იბრაჰიმოვიჩი (567).
კრიშტიანოს ამდენი გოლისთვის 20 წელიწადზე ოდნავ ნაკლები დრო დასჭირდა. სულ 165 მოგროვდა (როგორც კლუბები, ასევე ნაკრებები), ვისთვისაც ამ ფენომენალურ პორტუგალიელს გაუტანია.
GIPHY App Key not set. Please check settings