„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მეორე ნახევართან ჯორჯინა როდრიგესთან ერთად დაავადებულ ბიჭუნას დაეხმარა.
პატარა ტომაშს თავის ტვინის სიმსივნე 2019 წლის სექტემბერში დაუდგინეს. 2020 წლის ოქტომბერში მკურნალობის შემდეგ დაავადება ისევ დაბრუნდა. ბავშვის მშობლებს ოპერაციისთვის საჭირო სახსრები არ ქონდათ, ამიტომ ფულის შეგროვება დაიწყეს.
როგორც ჩანს, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ფეხბურთელამდეც მივიდა და მან 7 წლის ბიჭის დახმარება გადაწყვიტა. ტომაშის მშობლებმა რონალდოსა და როდრიგესს მადლობა ინსტაგრამის მეშვეობით გადაუხადეს.
„მადლობა ჯორჯინა და კრიშტიანო დახმარებისთვის, სოლიდარობისთვის და კეთილი გულისთვის. უზარმაზარი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის, სულ მალე ტომაში ჯანმრთელი ბიჭი იქნება.“
აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ჯორჯინას დამ, ივანა როდრიგესმაც დაადასტურა.
პატარა ტომაში კი ამჟამად ბარსელონას საავადმყოფოში იმყოფება და ოპერაციამდე საჭირო პროცედურებს გადის.
GIPHY App Key not set. Please check settings