საბა გოგლიჩიძე ახლახან გადავიდა „უდინეზეში“. კლუბმა ქართველი ახალწვეული უკვე წარადგინა, ახლა კი ჩვენიანმა მცირე კომენტარი გააკეთა (ვიდეო) ახალ კლუბზე:
„მოგესალმებით, ბედნიერი ვარ ახალი გუნდით და აქ ყოფნით. „უდინეზეს“ ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ქართული დროშა“, – თქვა საბა გოგლიჩიძემ.
გოგლიჩიძე „უდინეზეში“ „ემპოლიდან“ მივიდა, კონტრაქტი 5-წლიანია, ხოლო ტრანსფერი 4 მილიონი ევრო დაჯდა. ქართველ მცველს ბევრ სხვა იტალიურ გუნდსაც უკავშირებდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings