in ,

რომ არა მამარდას სეივი… ვალენსიამ მოიგო: ჩვენი მეკარე ისევ მაგარი იყო

გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი მატჩი ითამაშა და ნაკრებში მშვენიერი განწყობით მოდის. ჩვენიანის „ვალენსია“, წინა ტურში ნაჩვენები უსახური თამაშის შემდეგ, გამოსწორდა და შინ „სელტა“ 3:0 დაამარცხა. ამაში კი ქართველი მეკარის წვლილიცაა. მამარდაშვილმა ასაღები აიღო და ერთხელ სუპერსეივიც შემოგვთავაზა.

გიორგიმ ახალ სეზონში მეორედ შეინახა კარი მშრალად.

დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ ცხადია ყურადღება უფრო შეტევაზე მახვილდება, მით უმეტეს, რომ შედგა ურუგვაელი ვარსკვლავის, ედინსონ კავანის დებიუტი, მაგრამ რომ არა გიორგის სეივები, არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა. მით უმეტეს, რომ „ვალენსიამ“ გოლები 82-ე და 90+3 წუთებზე გაიტანა. „სელტას“ რომ მანამდე გაეთანაბრებინა…

მამარდაშვილმა მე-17 წუთზე (0:0-ზე) იაგო ასპასის ჯარიმა მოიგერია, მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში. 72-ე წუთზე კი ლარსონმა ახლოდან თავური დაურტყა და ჩვენიანმა სასწაული რეაქციით მოიგერია ბურთი, გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

Sofascore.com-მა მამარდაშვილის თამაში 7.6 შეაფასა, რაც მეორე შეფასებაა გუნდში, ხოლო Whoscored.com-მა 7.3 დაუწერა.

„ვალენსიამ“ 6 ტურის შემდეგ 9 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი 2 ოქტომბერს უწევს სტუმრად „ესპანიოლთან“.

ვალენსია. „მესტალია“. 40 965 მაყურებელი
ვალენსია – სელტა 3:0

გოლები: 1:0 კასტილიეხო (37), 2:0 მარკოს ანდრე (82), 3:0 ალმეიდა (90+3)
გაძევება: სერვი (59)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს გამარჯვების დებიუტი: ბორდოს დავითაშვილმა მოაგებინა

კიტეიშვილი წელს ალბათ კლუბს გამოიცვლის