Relevo-ს ესპანელმა ჟურნალისტმა ფრან მარტინესმა ლა ლიგის ყველა კლუბის ტელეაუდიტორიის სტატისტიკა გააზიარა. ცხრილში მოცემულია გუნდების საშუალო ყურებადობა. ის დაფუძნებულია მაუწყებლების – Movistar, La Liga TV и DAZN – მიერ მიწოდებულ მონაცემებზე.
აბსოლუტური ლიდერია „ბარსელონა“, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა მილიონ მომხმარებლამდე. მეორე ადგილი „რეალისა“, მესამეზეა „ატლეტიკო“. ამ სამეულის შემდეგ ნამდვილი უფსკრულია. „ჟირონას“ მე-4 პოზიცია გასაკვირი იქნებოდა, რომ არა ამ გუნდის წლევანდელი საოცარი შედეგები.
რეიტინგის აუტსაიდერია „ხეტაფე“. მადრიდის გარეუბნის გუნდი ჩემპიონატში მე-10 ადგილზე კი არის, მაგრამ ძალიან ცოტა გააქვს – 26 გოლი 20 მატჩში.
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპერიმენტის სახით „სელტას“ (მე-14 ადგილი) და „სოსიედადის“ (მე-8 ადგილი) მატჩი ტელევიზიით უფასოდ აჩვენეს. გუნდები დიდი ციფრებით ვერ დაიკვეხნიან – 296 ათასი და 230 ათასი შესაბამისად.
თუმცა, როგორც კი ფულის გადახდა არ გახდა საჭირო, მაყურებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა – 1.4 მილიონამდე.
მარტინესის მორალი ასეთია: „ფეხბურთი საინტერესოა, მაგრამ საინტერესოა, როდესაც ზეციურ თანხებს არ ითხოვენ“.
ესპანეთის ჩეპიონატის ყურება DAZN-ზე თვეში 39.99 ევროდ არის შესაძლებელი (პაკეტში შედის ფორმულა 1, MotoGP და პრემიერლიგა), Movistar-ზე ლა ლიგა და სეგუნდას ფასია 32 ევრო, La Liga TV-ის ფასი კი ქვეყანაზეა დამოკიდებული.
GIPHY App Key not set. Please check settings