in

რომა მიქაუტაძისკენ იხრება: გიორგის ორი ვარიანტი დარჩა

იტალიური პოპულარული გამოცემა Corriere Dello Sport-ი გიორგი მიქაუტაძის “რომაში” შესაძლო ტრანსფერზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, “ჯალოროსი” ქართველი ფორვარდის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

ჩვენი იტალიელი კოლეგები გვაუწყებენ, რომ “მგლებმა” პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გაამზადა და “მეცს” მალე მიმართავს. ფრანგული კლუბი კი მას, დაახლოებით, 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.

რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ “ოლიმპიკოზე” ახალი ფორვარდის მოყვანის საჭიროება დადგა. ახლა დანიელე დე როსის გუნდის შეტევის გაძლიერების ორი ვარიანტი არსებობს.

“ვილიარეალიდან” ან ნორვეგიელი ალექსანდრ სორლოთის დამატება, რომელიც უფრო ძვირად, დაახლოებით, 30 მილიონ ევროდ ფასობს, ან “მეციდან” ჩვენებური
თავდამსხმელის წაყვანა, რომელიც უფრო იაფი დაჯდება და თანაც, “ჯალოროსის” ბოსები სწორედ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერისკენ იხრებიან.

პარალელურად, გამოცემა Lego წერს, რომ მიქაუტაძის შესაძლო ახალი გუნდების სია ორამდე შემცირდა და ეს თვითონ თავდამსხმელმა გააკეთა.

მან “ვესტ ჰემსა” და “ლანსს” უარი შეუთვალა და კარიერის გაგრძელების ვარიანტად მხოლოდ “რომასა” და “მონაკოს” განიხილავს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი და ხვიჩა ვერ თანხმდებიან: ან უნდა დათანხმდეს ან დარჩეს და მერე წავიდეს

სუპერკომპიუტერმა უფრო ესპანეთიო