საბა გოგლიჩიძით იტალიის სერია A-ს გუნდები დაინტერესდნენ, – „ემპოლისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველზე ინფორმაციას იტალიური გამოცემა TuttoMercato ავრცელებს.
„ჩვენი ცნობით, „ლაციომ“, ისევე როგორც „რომამ“, „ფიორენტინამ“ და „პარმამ“ სერია B-ში ახლახან დაქვეითებულ „ემპოლის“ მიმართეს 2004 წელს დაბადებული მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერის თაობაზე.
ამ ეტაპზე ტოსკანურ კლუბს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არცერთი კლუბისგან მიუღია, თუმცა აღნიშნული კლუბები ყურადღებით აკვირდებიან ქართველ მოთამაშეს“, – წერს გამოცემა.
რაც შეეხება სავარაუდო სატრანსფერო თანხას, TuttoMercato-ს ინფორმაციით, „ემპოლი“ გოგლიჩიძეს 7-დან 8 მილიონ ევრომდე აფასებს.
GIPHY App Key not set. Please check settings