in

რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია: გამარჯვების შემთხვევაში ქართველი Top 15-ში მოხვდება

UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და 14 ნოემბერს კაილ დაუკასთან დაგეგმილი ბრძოლა გაუუქმდა, ოქტაგონს 4 დეკემბერს დაუბრუნდება.

Mmafighting.com-ის გავრცელებული ინფორმაციით, რომან დოლიძე UFC 44-ზე გამოვა. დოლიძის მეტოქე ამერიკელი ბრენდან ალენსი იქნება, რომელსაც კარიერაში 21 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 17 მოიგო და 4-ში დამარცხდა.

დოლიძესთვის ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ტოპ-15-ში მოხვედრის კარგი შანსი ექნება. დოლიძე UFC-ში მეხუთედ იჩხუბებს. რომანმა აქამდე გამართული 4 ბრძოლიდან მხოლოდ 1 წააგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაუჯერებელი თანხები: პრემიერლიგამ ამერიკელებთან მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

As.com: ინგლისთან თამაში მამარდაშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო – ვალენსიამ მისი გამოსყიდვა უნდა იჩქაროს