in

რომაზე მეტს თურქები იხდიან: ვის დარჩება მიქაუტაძე

თურქული Milliyet-ის ინფორმაციით, “გალათასარიმ” “ლიონს” გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა. თურქულ გუნდს ქართველის გადაბირება ჯერ კიდევ ზამთარში სურდა და ახლაც ამ მიზნისკენ მიილტვის.

მოგეხსენებათ, ჩვენებურის ამჟამინდელ კლუბს სასწრაფოდ ფინანსური სახსრები აქვს მოსაძიებელი, რადგან მომავალ სეზონში კვლავ ლიგა 1-ში თამაშის უფლება მისცენ, რაც გიორგის გასხვისების ალბათობას ერთი ორად ამაღლებს.

რამდენიმე დღის წინ “გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ “რომამ” მიქაუტაძის 18 მილიონად ყიდვის მზაობას გამოთქვამდა, ახლა კი თურქულმა გუნდმა 2 მილიონით მეტის შეთავაზება გაუკეთა.

თურქული მედიისვე ინფორმაციით, ქართველის დამატება ჟოზე მოურინიოს “ფენერბაჰჩესაც” უნდა. დიდი ხანია იწერება “სანდერლენდის” ინტერესზეც. czcspor გვამცნობს, რომ მიქაუტაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად “იუვენტუსი” და “სევილიაც” აკვირდებიან.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მთავარი ფავორიტი პსჟ გახდა