მარკო როისი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. 35 წლის გერმანელი “ლოს ანჯელეს გალაქსისთან” 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს. დარჩენილია მხოლოდ ფორმალობები და ამის შემდეგ მარკო ლოს ანჯელესში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
დორტმუნდის ლეგენდის დამატებით საუდის არაბეთის კლუბები და ამერიკული “შარლოტიც” იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ მარკომ “გალაქსი” აირჩია.
როისმა დორტმუნდის “ბორუსიაში” 12 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ქვეყნის თასი ორჯერ და გერმანიის სუპერ თასი სამჯერ მოიგო. მან შავ-ყვითლების შემადგენლობაში 429 მატჩი ჩაატარა და 170 გოლთან ერთად 131 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
“გალაქსიში” სხვადასხვა დროს დევიდ ბექჰემი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სტივენ ჯერარდი და ეშლი კოული თამაშობდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings