ჩემპიონთა ლიგა დასრულდა და ის ლოგიკურად მოიგო ტურნირის საუკეთესო გუნდმა – „მანჩესტერ სიტიმ“. გათამაშების დასრულების შემდეგ უეფამ შეჯამება არ დააყოვნა და საუკეთესოები გამოავლინა. სასიხარულოა, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია
ხოლო მთელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ფინალში ერთადერთი გოლის გამტანი ესპანელი როდრი აღიარეს.
უეფამ ასევე შეადგინა სიმბოლური ნაკრები, რომლის უდიდესი წილი გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელებზე მოდის. სიმბოლურში ხვიჩას ადგილზე „რეალის“ ვინისიუსი დააყენეს.
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: ტიბო კურტუა ( „რეალი“).
მცველები: კაილ უოკერი („სიტი“), რუბენ დიაში („სიტი“), ალესანდრო ბასტონი („ინტერი“), ფედერიკო დიმარკო („ინტერი“).
ნახევარმცველები: ჯონ სტოუნსი („სიტი“), როდრი („სიტი“), კევინ დე ბრუინი („სიტი“).
თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა („სიტი“), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“), ვინისიუსი ( „რეალი“).
GIPHY App Key not set. Please check settings