in

როდის უნდა თქვას სანიოლმა ევროპისთვის საბოლოო შემადგენლობა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და შესაბამისად ფეხბურთელებისთვის სეზონი გახანგრძლივდება. ევროპაში ჩემპიონატების დასრულება 23 კაცისთვის შვებულებას არ ნიშნავს. ბებერი კონტინენტის საუკეთესო ნაკრები გუნდები მზადებას დაიწყებენ და მათ შორის ჩვენი გუნდიც იქნება.

პირველ რიგში არ გამოგვრჩეს, რომ 9 ივნისს სტუმრად ამხანაგური მატჩი გვაქვს მონტენეგროსთან, მანამდე კი კიდევ ერთი სპარინგი გვექნება. ევროპის ჩემპიონატი კი ჩვენთვის 18 ივნისს დაიწყება, დორტმუნდში, თურქეთთან.

სად გაივლის საქართველოს ნაკრები წინასაევროპო შეკრებას, ბუნებრივია ჯერ არავინ იცის. მსგავსი შეკრებები ტრადიციულად ყველასთვის დაახლოებით ორკვირიანია და წესით ივნისში იწყება ხოლმე.

ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი ვილი სანიოლის განკარგულებაში უნდა იყოს – ლეგიონერებიც და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეებიც.

ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობის დასახელების საბოლოო ვადა 7 ივნისია. მანამდე მწვრთნელები, როგორც წესი, გაფართოებულ შემადგენლობებს ასახელებენ, ხოლო საბოლოო 23-კაციან სიას ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოწერენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაგბი ევროპის სიმბოლურში 7 ქართველია

რამდენს მიიღებს საქართველო ევროპაზე გასვლისთვის