in

როდის ვნახავთ ჩვენს გუნდს თბილისში: როდის თამაშობს საქართველო შემდეგ თამაშს

საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად დაასრულა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი. უამრავი ემოცია და დაუვიწყარი წუთი თუ ეპიზოდი გვაჩუქა. გუნდი თბილისში დაბრუნდა და დღეს საღამს თავის გამორჩეულ გულშემატკივარს შეხვდება. მერე იქნება მცირე დასვენება, კლუბები (იმედია ახალი და კარგი გუნდები) და სულ მალე დადგება ახალ გათამაშებაში ჩართვის დროც.

გავიხსენოთ რა გველოდება.

ახალი თამაშები უკვე სექტემბრიდან იწყება.
ერთა ლიგა იღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები უკვე B ლიგაშია და I ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი არიან.

7 სექტემბერს თბილისში, პირველ ტურში უკვე კარგად ნაცნობ ჩეხეთს ვუმასპინძლებთ. 10 სექტემბერს ალბანეთში გასვლა გვაქვს. 11 ოქტომბერს ისევ სტუმრად უკრაინასთან. მერე ვუმასპინძლებთ ალბანეთს (14 ოქტომბერი). 16 ნოემბერს უკრაინას შინ ვეთამაშებით, ხოლო ტურნირს ჩეხეთთან სტუმრად ვამთავრებთ (19 ნოემბერი).

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება (ერთა ლიგის დასრულების შემდეგ), რომელიც დაეყრდნობა ევრო 2024-ისა და ერთა ლიგის შედეგებით მიღებულ რეიტინგს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: საქართველო თბილისში ჩამოვიდა

ევროპა კარგი იყო, ახლა მსოფლიოც გვინდა… როგორ მოვხვდეთ მუნდიალზე