ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, რომელიც 6 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება. სპორტსმენებს მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში, ასევე ჩრდილოეთ იტალიის სხვა არენებზე მოუწევთ ასპარეზობა.
თამაშებში დაახლოებით 3500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა და სამთო თხილამურობა იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
ნინო წიკლაური – სამთო – სათხილამურო სპორტი.
ლუკა ბუჩუკური – სამთო – სათხილამურო სპორტი.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ოლიმპიური ნაკრები ყველა კატეგორიაში, მათ შორის – გუნდურ შეჯიბრებაშიც იასპარეზებს.
ნიკა ეგაძე (ერთეულები)
ანასტასია გუბანოვა (ერთეულები)
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები)
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები)
საქართველოს ნაკრები-გუნდური შეჯიბრება
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოციგურავეებმა ოლიმპიადისწინა საერთაშორისო ტურნირების შედეგების მიხედვით, დიდი კონკურენციის პირობებში შეძლეს მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდს შორის მე-5 ადგილის დაკავება და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება გუნდურ შეჯიბრებაში.
ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგი
6 თებერვალი, პარასკევი
12:55-18:00 ფიგურული სრიალი. გუნდური ცეკვები: დევისი-სმოლკინი, წყვილები: მეტელკინა-ბერულავა, ქალები: გუბანოვა, მოკლე პროგრამა.
7 თებერვალი, შაბათი
14:30-16:00 სამთო თხილამურები. კაცები. სწრაფდაშვება
22:45-01:55 ფიგურული სრიალი. გუნდური კაცები: ეგაძე – მოკლე პროგრამა, ცეკვები: სმოლკინი-დევისი – თავისუფალი პროგრამა
8 თებერვალი, კვირა
14:30-15:30 სამთო თხილამურები. ქალები. სწრაფდაშვება
22:30-02:00 ფიგურული სრიალი. გუნდური, წყვილები: მეტელკინა-ბერულავა, ქალები: გუბანოვა, კაცები: ეგაძე – თავისუფალი პროგრამა
9 თებერვალი, ორშაბათი
13:30-15:10 სამთო თხილამურები. კაცები. გუნდური კომბინაცია (სწრაფდაშვება)
17:00-18:25 სამთო თხილამურები. კაცები. გუნდური კომბინაცია (სლალომი)
22:20-01:55 ფიგურული სრიალი. ცეკვები. რითმული ცეკვა, სმოლკინი-დევისი
10 თებერვალი, სამშაბათი
13:30-14:45 სამთო თხილამურები. ქალები. გუნდური კომბინაცია (სწრაფდაშვება)
17:00-18:15 სამთო თხილამურები. ქალები. გუნდური კომბინაცია (სლალომი)
21:30-01:45 ფიგურული სრიალი. კაცები. მოკლე პროგრამა, ეგაძე
11 თებერვალი, ოთხშაბათი
14:30-16:30 სამთო თხილამურები. კაცები. სუპერ-გიგანტი
22:30-02:05 ფიგურული სრიალი. ცეკვები. თავისუფალი ცეკვა, სმოლკინი-დევისი
12 თებერვალი, ხუთშაბათი
14:30-16:00 სამთო თხილამურები. ქალები. სუპერ-გიგანტი
13 თებერვალი, პარასკევი
22:00-02:10 ფიგურული სრიალი. კაცები. თავისუფალი პროგრამა, ეგაძე
14 თებერვალი, შაბათი
13:00-15:00 სამთო თხილამურები. კაცები. გიგანტური სლალომი. I ცდა
16:30-17:45 სამთო თხილამურები. კაცები. გიგანტური სლალომი. II ცდა
15 თებერვალი, კვირა
13:00-15:00 სამთო თხილამურები. ქალები. გიგანტური სლალომი. I ცდა
16:30-18:10 სამთო თხილამურები. ქალები. გიგანტური სლალომი. II ცდა
22:45-01:55 ფიგურული სრიალი. წყვილები. მოკლე პროგრამა, ბერულავა-მეტელკინა
16 თებერვალი, ორშაბათი
13:00-15:00 სამთო თხილამურები. კაცები. სლალომი. I ცდა
16:30-18:10 სამთო თხილამურები. კაცები. სლალომი. II ცდა
23:00-02:15 ფიგურული სრიალი. წყვილები. თავისუფალი პროგრამა, მეტელკინა-ბერულავა
17 თებერვალი, სამშაბათი
21:45-02:00 ფიგურული სრიალი. ქალები. მოკლე პროგრამა, გუბანოვა
18 თებერვალი, ოთხშაბათი
13:00-14:45 სამთო თხილამურები. ქალები. სლალომი. I ცდა
16:30-17:45 სამთო თხილამურები. ქალები. სლალომი. II ცდა
19 თებერვალი, ხუთშაბათი
22:00-02:10 ფიგურული სრიალი. ქალები. თავისუფალი პროგრამა, გუბანოვა



GIPHY App Key not set. Please check settings