in

 როგორ შეაფასეს ხვიჩა

ხვიჩა კვარაცხელია და მისი პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან. პარიზელთათვის სანუკვარ ტიტულამდე ერთი ნაბიჯი რჩება და ეს ნაბიჯი 31 მაისს მიუნხენშია გადასადგმელი ქართველი ფეხბურთელისთვის კარგად ნაცნობ „ინტერთან“.

კვარამ წუხელაც კარგად ითამაშა, გუნდს ბევრს ეხმარებოდა დაცვაში და ორივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა. ჯერ ჯარიმა მოიპოვა და მერე საგოლე შეტევა დრიბლინგით წამოიღო.

ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია: ხვიჩა გოლებში მონაწილეობდა

აი როგორ შეაფასეს ჩვენიანის თამაში:

Whoscored: კვარაცხელია – 7.1 (უკეთესი შეფასებები მიიღეს დონარუმამ, ჰაკიმიმ, ნევეშმა და ფაბიან რუისმა).

Sofascore: კვარაცხელია – 6.8 (უფრო მაღალი დაუწერეს დონარუმას, ჰაკიმის, პაჩოს, ნევეშს, ფაბიანს, დუეს, დემბელეს).

Flashscore: კვარაცხელია – 7.2 (უკეთესი შეფასებები აქვს ჰაკიმის, ნევეშს, ვიტინიას, ფაბიანს, დუეს).

Psgpost: კვარაცხელია – 7.5 (მეტი დაუწერეს დონარუმას,  მარკინიოსს, პაჩოს, ნევეშს, ფაბიანს).

bbc: კვარაცხელია – 7.72 (უკეთ შეაფასეს დონარუმა, ჰაკიმი, ფაბიან რუისი).

Theguardian: კვარაცხელია – 9 (ასეთივე შეფასება დონარუმას, უფრო მეტი კი არავის).

ნაბიჯი სანუკვარ თასამდე: პსჟ ფინალშია და ინტერს შეხვდება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაბიჯი სანუკვარ თასამდე: პსჟ ფინალშია და ინტერს შეხვდება

გაგვიჭირდა, მაგრამ ფინალი დავიმსახურეთ