„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 31-ე ტურში გასვლაზე „იუვენტუსს“ აჯობა 1:0 და ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა.
ნეაპოლელთა ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს (რასპადორი).
კვარაცხელია ძალიან სასარგებლო იყო, მეტოქე მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდა. ხვიჩას ბურთზე 73 შეხება ჰქონდა, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), კარში დასარტყმელი 1 პასი გაუკეთა თანაგუნდელს, 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და მისი გადაცემების 90% ზუსტი იყო.
ნაპოლიმ იუვეს მოუგო და ჩემპიონი ხდება: კვარამ გუნდზე ითამაშა
Sofascore-მა კვარას თამაში 7.2 ქულით შეაფასა, ისევე, როგორც Whoscored-მა. ორივე გამოცემის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯოვანი დი ლორენცო (7.6) გახდა.
„ნაპოლი“ 76 ქულით პირველ ადგილზეა და 7 ტურით ადრე 17 ქულიტ უსწრებს „ლაციოს“.
GIPHY App Key not set. Please check settings