in

როგორ ითამაშეს ჩვენმა მეტოქეებმა: ისევ ესპანეთი დაგვიჯდება?

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოეებმა ც ითამაშეს.
გასარკვევია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ჯგუფში ესპანეთი მოხვდება თუ ნიდერლანდები. ევროპის ჩემპიონებმა სტუმრად ფრეს მიაღწიეს და ფავორიტებად მიიჩნევიან.
ასევე ითამაშეს ჩვენმა სხვა ჯგუფელებმა, თურქეთმა და ბულგარეთმა.

ნიდერლანდები – ესპანეთი 2:2
გოლები: 0:1 ნ. უილიამსი (9), 1:1 გაკპო (28), 2:1 რეინდერსი (46), 2:2 მერინო (90+3)
გაძევება: ჰატო (81, ნიდერლანდები)

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
თავიდან ნიკო უილიამსმა დააწინაურა ევროპის ჩემპიონები, რასაც რონალდ კუმანის შეგირდებმა კოდი გაკპოსა და ტიჯანი რეინდერსის გოლებით უპასუხეს. შესაძლოა, მასპინძლებს მოეგოთ კიდეც, რომ არა წითელი ბარათი.
ესპანელებმა ანგარიში მესამე დამატებულ წუთზე გაათანაბრეს. აქაც იყოჩაღა მიკელ მერინომ, ისევე, როგორც ევროპის ჩემპიონატის ცნობილ მეოთხედფინალში.
ესპანეთის ნაკრები ბოლო 17 შეხვედრაში დაუმარცხებელია, აქედან 14 მოგება აქვს.

თურქეთი – უნგრეთი 3:1
გოლები: 1:0 კეკჩიუ (9), 1:1 შეფერი (25), 2:1 აკტიურკოღლუ (69), 3:1 კაჰვეჩი (73)

ბულგარეთი – ირლანდია 1:2
გოლები: 1:0 პეტკოვი (6), 1:1 აზაზი (21), 1:2 დოერტი (42)

განმეორებითი თამაშები 23 მარტს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა დაუწერეს ჩვენს ბიჭებს: ყველაზე მაღალი მიქაუტაძეს

სომხეთი 0:3 საქართველო ფოტოებში