in

როგორ ითამაშეს ნაკრების წევრებმა – ლეგიონერები

საქართველოს ნაკრებს 7 სექტემბერს ერთა ლიგის ოფიციალური მატჩი აქვს. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორ ფორმაში იქნებიან ჩვენი ლეგიონერები. ჯერჯერობით საქმე მშვენივრადაა. თან მანამდე დროა და კიდევ უფრო შევლენ ფორმაში.

ნაპოლის გასვლა გაუჭირდა, ხვიჩა საუკეთესო იყო

მამარდამ ითამაშა და თასიც მოიგო, ზურიკომ საგოლე პასი გააკეთა: იქნება გიორგი ბარსელონასთან?

ჩაკვეტაძემ სასწაული გოლით დაიწყო: მსიამოვნებს მისი ყურება

ბუდუ ფორტუნას დაუზავდა

ლიდერების გარდა ითამაშეს ნაკრების სხვა წევრებმა და კანდიდატებმა.

პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამ” სტუმრად “კორონა” დაამარცხა 2:0. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასება – 6.7.

ავსტრიაში, “შტურმმა” 2:0 მოუგო “ჰარტბერგს”. ოთარ კიტეიშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შეფასებად 6.8 დაუწერეს.

სანდრო ალთუნაშვილი განაცხადში არ ყოფილა”აუსტრია”-“ვოლფსბერგის” (3:1) შეხვედრაში.

დანიაში გიორგი გოჩოლეიშვილის “კოპენჰაგენმა” გასვლასზე 2:0 აჯობა „სონდერიისკეს”. გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე გაიყვანეს. მისი შეფასებაა 7.3.

რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის “უნივერსიტატეამ” სტუმრად 2:1 დაამარცხა “სეპსი”. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და 6.8 მიიღო.

გიორგი აბურჯანია აფს-მ პორტუგალიის პირველობაზე 1:1 ითამაშა “ნასიონალთან”. აბურჯანია 67-ე წუთზე შეცვალეს, მისი შეფასებაა 6.7.

იტალიის თასის 1/32 ფინალში, “ტორინოს” საბა საზონოვი და “კრემონეზეს” ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოები იყვნენ.

სათადარიგო იყო ირაკლი აზაროვიც, რომლის „შახტარმა“ მოულოდნელად წააგო “პოლესიასთან” 0:1.

განაცხადში არ ყოფილა გაბრიელ სიგუა, რომლის “ბაზელმა” სტუმრად 6:0 გაანადგურა “სერვეტი”.
“ბაზელისა” და “ლუცერნის” ახალგაზრდული გუნდების მატჩისას სიგუა მეტოქეს ბრძოლისას შეეჯახა, ორივემ თავის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სიგუას ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმა აღენიშნა, აგრეთვე კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. ის სახლში საღამოსვე გაწერეს და რამდენიმე კვირა გაუცდება.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული მამარდაშვილს იყიდის და ვალენსიას დაუტოვებს

მიქაუტაძემ არსენალთან ძირითადში ითამაშა