in

როგორ ითამაშა საქართველომ ევროპაზე… სტატისტიკურად

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი შედეგი და საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
თუმცა ახლა გადავხედოთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს.

საქართველოს ნაკრებმა 5 გოლი გაიტანა, რაც საფრანგეთზე,ინგლისზე და სხვა უამრავ გუნდზე უკეთესი შედეგია.

ამ 5 გოლიდან 2 პენალტით გავიტანეთ, 3 – მარჯვენა ფეხით, 4 – საჯარიმოს შიგნიდან, ერთი გოლიც მეტოქემ (ესპანეთი) საკუთარ კარში შეაგდო.

პასების სიზუსტის მხრივ (81.5%) საქართველოს ნაკრები მხოლოდ მე-19 ადგილზეა. ვუსწრებთ უნგრეთს, შოტლანდიას, სლოვენიას, რუმინეთსა და ჩეხეთს.

კარში დარტყმების მხრივ – 31 დარტყმა – ასევე მე-19 ადგილზე ვართ. 8 ზუსტი დარტყმა გამოვიდა, 15 ავაცილეთ და 8 დაგვიბლოკეს.

საქართველოს ნაკრები მეორეა ბურთის დაბრუნების მხრივ – 169 (დანია – 171). ფეხბურთელებს შორის გურამ კაშია მეხუთეა – 27.

საქართველოს საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ვარდნების რაოდენობით – 70. პირველები ვართ მოგებული ვარდნებითაც – 34. ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე იყო – 13 ვარდნა, აქედან 8 წარმატებული.

ასევე პირველზე ვყოფილვართ სახიფათო ზონიდან (ძირითადად საჯარიმო მოედნიდან) ბურთის გამოტანით – 127. აქედან 88 წარმატებული იყო, ანუ ბურთი თანაგუნდელს მოთამაშეს მიუვიდა.

მეკარეებში პირველი კაცია გიორგი მამარდაშვილი – 29 ან 30 მოგერიება (ორნაირი მონაცემია). თუმცა ეს საუკეთესო მაჩვენებელია ამ ჩემპიონატზე.

გიორგი მიქაუტაძე ჯერჯერობით ბომბარდირთა შორის რჩება 3 გოლით.

ორი ჩვენიანი დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ: გიორგი მამარდაშვილი (ჩეხეთთან) და ხვიჩა კვარაცხელია (პორტუგალიასთან).

სხვადასხვა გამოცემებმა ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძე ორლანდოში დარჩა: 25 მილიონი სამ წელიწადში

ფოტო: საქართველო თბილისში ჩამოვიდა