in

როგორ დამთავრდება ნაპოლის თამაში აინტრახტთან: რას ამბობენ ბუქმეკერები

დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი უწევს „ნაპოლის“. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სტუმრად ევროპა ლიგის გამარჯვებულ „აინტრახტს“ შეხვდება. მსაჯი პორტუგალიელი არტურ სოარეშ დიაშია.

ბუქმეკერებს უფრო „ნაპოლის“ გამარჯვების სჯერათ – 2.2. ეს დაახლოებით 44%-იან ალბათობას შეადგენს. მასპინძლების წარმატება 3.4-ად ფასდება (29%), ფრე – 3.6 (27%).

„აინტრახტი“ ბოლო 11 მატჩიდან 10-ში არ მარცხდება. ფრანკფურტელთა მოგება ან ფრე (1X) 1.7 კოეფიციენტად შეფასდა.

2.5-ზე მეტი გოლი – 1.77.

„ნაპოლი“ საშუალოდ 2.43 გოლს იტანს მატჩში. სტუმართა 2 ან მეტ გოლზე – 2.13-ია.

ორივე გუნდის გოლი 1.67-ად შეაფასეს.

ექსპერტები აქტიურობას და შედეგიან თამაშს ელოდებიან ვიკტორ ოსიმენისგან (2.4), ხვიჩა კვარაცხელიასგან (2.8) და რანდალ კოლო-მუანისგან (3.2).

ყველაზე სავარაუდო ანგარიშია – 1:1 – 6.8.

„ნაპოლის“ მომდევნო ეტაპზე გასვლა – 1.3, „აინტრახტის“ – 3.6.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Laureus-ის პრეტენდენტები ცნობილია: ვინ არიან წლის ხალხი

Opta-ს განახლებული რეიტინგი: ბაიერნი უძლიერესი კლუბია, პსჟ ათეულშიც არ არის, სად არის ნაპოლი