in

როგორ გავუწიოთ კონკურენცია… ტოტენჰემში იმედოვნებენ, რომ კეინი კარიერის ბოლომდე დარჩება

ერლინგ ჰოლანდის „მან სიტიში“ ტრანსფერი, შესაძლოა, მრავალი გაგებით წყალგამყოფი აღმოჩნდეს ინგლისური ფეხბურთისათვის. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლივერპული წუთი-წუთზე გააოფიციალურებს დარვინ ნუნიესის 80 მილიონიან ტრანსფერს.

შარშან ზაფხულში „დეზებმა“ და კონკრეტულად დელიენ ლევიმ ძლივს მოახერხეს ჰარი კეინის შენარჩუნებ, რადგან იქიდან გვარდიოლა ოცნების კოშკებს უხატავდა, თან როგორ გინდა გაუძლო ცდუნებას, როცა გუნდი ტიტულს ტიტულზე იგებს და შენ ამ ყველაფერს მუდმივად შორიდან აკვირდები. მაგრამ… ერლინგ ჰოლანდი, მხოლოდ 21 წლისაა და როგორც აწმყოს, ასევე მომავლის პროექტია, შესაბამისად, ლურჯებთან გადასვლა არარეალურია.

აქეთ „ლივერპული“ ნუნიესს იფორმებს და ის 22 წლისაა. ინგლისის ნაკრების პერსპექტივიდან სად გააგრძელებდით კარიერას? ცხადია, გუნდში, რომელიც ყოველ სეზონში, თითოეული ტურნირის ფავორიტია და ასეთი სულ ორია. ერთს ჰოლანდი ეყოლება, მეორეს ნუნიესი…

მოკლედ, ერთია, რომ კონკურენტების ასეთი გაძლიერება ლევის არ გაუხარდება, თუმცა რამდენად უნდა განვიხილოთ „სიტი“ და „ლივერპული“ დანარჩენთა კონკურენტად, ცალკე საკითხი. ასე რომ, ჰარი, ტემზის ნაპირი გარდაუვალ თავშესაქცევად მოსჩანს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიამ ფინალი წაგებით დაიწყო

დინამო საევროპოდ მზადებას იწყებს: სპარინგი ლატვიის ჩემპიონთან