დღეს სერია ა-ში დიდი მატჩია: ლიდერი „ნაპოლი“ 8-მატჩმოგებულ და მე-2 ადგილამდე ამოჩოჩებულ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. სატურნირო დაძაბულობა საერთოდ რომ არ იყოს, ამ გუნდების დაპირისპირება მოედანსაც სცილდება და ერთ-ერთი კლასიკაა.
თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა ასეთ შეხვედრაში ვიხილავთ ჩენს ხვიჩა კვარაცხელიასაც. „იუვეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კი მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ქართველიც ახსენა:
„ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ, ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული. ფედერიკო კიეზა ბევრად უკეთ გრძნობს თავს და ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი სათადარიგოთა სკამზე იქნება თუ ძირითადიდან დაიწყებს.
როგორ ემზადება „იუვენტუსი“ და რას გეგმავს „ნაპოლის“ ვარსკვლავების, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად? ჯერ არაფერი არ გვაქვს მომზადებული, მაგრამ ვიცით, რომ დაცვაში ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ.
კარგი თამაში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გაყინულ სტადიონზე ვითამაშებთ. ეს არ იქნება გადამწყვეტი მატჩი ამ სეზონში. ეს თამაში „ნაპოლისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ტექნიკური თამაში გვჭირდება, რადგან ლიგის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით.
ისინი ტექნიკურად ძლიერები და კარგად გაწვრთნილები არიან. ლუჩანო სპალეტი საუკეთესოა, როცა საქმე მწვრთნელობასა და სწავლებას ეხება და ის ამას „ნაპოლიშიც“ ამტკიცებს“, – განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings