in

როგორც იქნა: მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა ერთად გაიტანეს – პირველად

ლეო მესიმ, კილიან მბაპემ და ნეიმარმა პსჟ-ში ერთ მატჩში პირველად გაიტანეს გოლი ერთდროულად.

პარიზულმა კლუბმა ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში „ლორიანი“ გაანადგურა – 5:1.

მბაპემ ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა: 2 გოლი და 3 საგოლე პასი. მესიმ 73-ე წუთზე გაიტანა, ნეიმარმა – მე-12 და 90-ე წუთებზე.

სამეული პსჟ-ში ერთად გასული წლის ზაფხულიდან თამაშობენ.

გარდა ამისა:

მბაპეს ლიგა 1-ის 27 მატჩში 30 ქულა დაუგროვდა – 17+13.

მესიმ ლიგა 1-ში მხოლოდ მე-3 გოლი გაიტანა – მე-19 მატჩში.

პსჟ-ს ფეხბურთელებმა ბოლო 6 მატჩში 4 შეცდომა დაუშვეს, რამაც მათ კარში გოლი გამოიწვია. ამ შეხვედრაში არასწორი პასი ჰაკიმიმ გააკეთა.

სერხიო რამოსმა პირველად ითამაშა იანვრის შემდეგ. ფანებმა მას უსტვინეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაბიჯი წინ: ახლა ხომ ნაღდად გამოვვარდით… XXXI ტური

განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი ისევ მეოცეა