სერია A-ს ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი გაიტანა და 6-თვიანი მშრალი სერია შეწყვიტა. „ნაპოლიმ“ მისთის ძალიან მოსახერხებელი „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი ძალიან მონდომებით თამაშობდა. 25 წუთში ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, ხოლო მე-16 წუთზე პენალტი მოიპოვა (ზედიზედ მეორე მატჩში). ზელინსკიმ ზუსტად დაარტყა.
„ნაპოლი“ მეორე ტაიმში თამაშს აკონტროლებდა და შარშანდელივით თამაშობდა. 56-ე წუთზე ხვიჩას გატანა შეეძლო, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს მოარტყა.
68-ე წუთზე საჯარიმოს წინ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
ქართველმა თავდამსხმელმა მიზანს მაინც მიაღწია: მცველს ბურთი წაართვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლამაზად გაიტანა.
19 მარტის შემდეგ ეს მისი პირველი გოლი იყო.
82-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე პასიც ჩაიწერა, ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.
იქვე შეცვალეს. უკვე აპლოდისმენტებით.
კვარაცხელიას შეფასებებიც საოცარია: Flashscore.com – 9.2, Sofascore.com – 9.3, Whoscored.com – 9,7.
ნაპოლი – უდინეზე 4:1
გოლები: 1:0 ზელინსკი (19, პენ), 2:0 ოსიმენი (39), 3:0 კვარაცხელია (74), 3:1 სამარჯიჩი (81), 4:1 სიმეონე (82)
„ნაპოლი“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა და 30 სექტემბერს გასვლაზე „ლეჩეს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings