FIFPro-მ 2024 წლის სიმბოლური ნაკრების კანდიდატები წარადგინა.
წლის ნაკრებში მოხვედრის პრეტენდენტთა სიაში 26 მოთამაშეა. ნომინანტები თავად ფეხბურთელების გამოკითხვით გამოვლინდნენ.
მეკარეები: ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), მანუელ ნოიერი (ბაიერნი);
მცველები: დანიელ კარვახალი, ანტონიო რუდიგერი (ორივე მადრიდის რეალი), რუბენ დიაში, კაილ უოკერი (ორივე მანჩესტერ სიტი), ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), უილიამ სალიბა (არსენალი).
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, ლუკა მოდრიჩი, ფედერიკო ვალვერდე (ყველა მადრიდის რეალი), ფილიპ ფოდენი, როდრი (ორივე მანჩესტერ სიტი), ტონი კროოსი (გადადგა), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი).
თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), კილიან მბაპე, ვინისიუსი (ორივე რეალი), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი), კოულ პალმერი (ჩელსი), ლამინ იამალი ( ბარსელონა).
FIFPro-ს მიხედვით 2024 წლის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა 9 დეკემბერს გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ წელს ფეხბურთელთა პროფკავშირი დამოუკიდებლად ადგენს წლის გუნდს. ადრე ეს ხდებოდა ფიფასთან ერთად The Best Awards-ის ფარგლებში.
GIPHY App Key not set. Please check settings