in

როგორი იქნება პეკინის ოლიმპიადის გახსნა

4 თებერვალს, პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადისგან განსხვავებით, ჩინეთში უდიდესი სპორტული ფორუმი არ გადაიტანეს, მიუხედავად გახანგრძლივებული პანდემიისაა – შემოიფარგლნენ რამდენიმე წესის შემოღებით.

სად გაიმართება შოუ და რა არის დაგეგმილი

ცერემონია, როგორც 2008 წელს, გაიმართება პეკინის ეროვნულ სტადიონზე, რომელიც ცნობილია როგორც „ჩიტის ბუდე“. უბრალოდ, აქ შეჯიბრებები არ გაიმართება. ღონისძიებას 14 წლის წინანდელივით დგამს რეჟისორი ჩჟან იმოუ, რომლის შოუ ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.

https://twitter.com/KcwsGZ6ARZbE0GC/status/1488030497431494656

ბევრი დეტალი ტრადიციულად მკაცრად გასაიდუმლოებულია. ორგანიზატორები სერიოზულად აკონტროლებენ, რომ ნიუანსები ღონისძიების დაწყებამდე ცნობილი არ გახდეს, თუმცა ამბობენ, რომ 2008 წელზე ნაკლები არ იქნება.

ხანგრძლივობა დაახლოებით 100 წუთია. კოვიდის რთული ვითარების გამო, შოუში მონაწილეობას მარტო 3 ათასი მსახიობი მიიღებს – 5-ჯერ ნაკლები, ვიდრე იმოუმ წინაზე ჩართო. შემცირებულ რაოდენობას სპეცეფექტებითა და ფეიერვერკებით აანაზღაურებენ. მუსიკა, სიმღერა და ცეკვა ქვეყნის კულტურას გაგაცნობთ.

ცხადია შოუ გვერდს ვერ აუვლის ოლიმპიური ცეცხლის დანთებას. პეკინში პირობას დებენ, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში მაყურებელი ცეცხლის ანთების ყველაზე ორიგინალურ საშუალებას იხილავს.

თილისმა და დევიზი

ტურნირის ოფიციალური თილისმაა პანდა ბინ დუნ დუნი. ის ყინულის კოსტუმშია გამოწყობილი, რომელიც კოსმოსურ სკაფანდრს ჰგავს. სახესთან დახატულია მრავალფეროვანი რგოლები, რაც პეკინის ახალ არენებს ასახავს. ხოლო გული მარცხენა თათზე ჩინელების სტუმართმოყვარეობასა და სიყვარულს ნიშნავს.

ტოკიოს მსგავსად ოლიმპიადა ახალი დევიზით წარიმართება. ჩვეული „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად“ ნაცვლად, ოფიციალურად დამტკიცდა სლოგანი – „სწრაფად, მაღლა, ძლიერად – ერთად“, რაც ორგანიზატოების აზრით, უფრო ზუსტად ასახავს ტურნირის გუნდურ სულს.

ქართველი სპორტსმენების განრიგი ზამთრის ოლიმპიადაზე

საბა ქუმარიტაშვილი: დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ნოდარის შემდეგ ოლიმპიადაზე მე უნდა წარვსდგე

ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება, სექსი კი: ოლიმპიადაზე პრეზერვატივებს არიგებენ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დილას მორიგი ტრანსფერი

ვინ მოიგებს ოლიმპიადას: მედლების ცხრილი უკვე შეადგინეს