მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე აბუ დაბიში ახალ ტექნოლოგიას გამოცდიან – „რობოტი-არბიტრი“.
სისტემას გამოიყენებენ „ჩელსის“ მატჩებზეც. ევროპის საუკეთესო კლუბი თავის გზას ტრადიციულად ნახევარფინალიდან იწყებს. ტექნოლოგიას შეუძლია ოფსაიდი ნახევარ წამში დააფიქსიროს. სისტემა 12 კამერისგან შედგება, რომლებიც სტადიონის სახურავზეა განთავსებული.
კამერები ფეხბურთელებისა და ბურთის მოძრაობას მიყვებიან. თამაშგარეს დროს წამიერად გადაეცემათ სიგნალი VAR-ის არბიტრებს. ისინი კი ინფორმაციას მთავარ მსაჯს მიაწვდიან.
ფიფა იმედოვნებს, რომ ამ სისტემას 2022 წლის ყატარის მუნდიალზე გამოიყენებს, თუ სატესტო წარმატებით ჩაივლის.
GIPHY App Key not set. Please check settings