in

რობინიოს აპელაცია უარყვეს: მას 9 წელი მისცეს გაუპატიურებისთვის

იტალიის სასამართლომ არ მიიღო რობინიოს აპელაცია 23 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე. 2017 წელს ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

რობინიოს გარდა დამნაშავედ სცნეს 5 ადამიანი. ბრაზილიელის დაცვის მხარე აპელაციას საკასაციო სასამართლოში გადაიტანს. ამისათვის 45 დღეა.

ფეხბურთელმა ადრე დაადასტურა, რომ გოგოსთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ განაცხადა, რომ ყველაფერი ორმხრივი სურვილითა და თანხმობით მოხდა.

რობინიოს ბოლო კლუბი „სანტოსი“ იყო, რომელმაც კონტრაქტი 6 დღეში გააუქმა. გუნდის სპონსორს არ აწყობდა, რომ „სანტოსში“ ისეთი ფეხბურთელი ითამაშებდა, რომელიც გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.

იყო დრო რობინიო „რეალში“,“სიტიში“, „მილანში“ თამაშობდა, ახლა კი…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამ უსამართლობას არ შევეგუებით: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ