in

რობერტო ბაჯო იტალიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია

რობერტო ბაჯო ისტორიაში საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად დაასახელეს. ეს არის FourFourTwo-ის ვერსია.

ბრიტანულმა ჟურნალმა 32 საუკეთესო იტალიელი ჩამოწერა.

პირველზე გავიდა „ფიორენტინას“, „იუვენტუსის“, „მილანისა“ და „ინტერის“ ყოფილი შემტევი.

ტოპ 10 ასეთი გამოვიდა:

  1. რობერტო ბაჯო („ფიორენტინა“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“)
  2. პაოლო მალდინი („მილანი“)
  3. ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“, პსჟ, „პარმა“)
  4. ჯუზეპე მეაცა („ინტერი“)
  5. ჯანი რივერა („მილანი“)
  6. ფრანჩესკო ტოტი („რომა“)
  7. ფრანკო ბარეზი („მილანი“)
  8. ანდრეა პირლო („ინტერი“, „მილანი“,„იუვენტუსი“)
  9. დინო ძოფი („ნაპოლი“, „იუვენტუსი“)
  10. ალესანდრო დელ პიერო („იუვენტუსი“).

აღსანიშნავია, რომ ფაბიო კანავარო მე-16 ადგილზე გავიდა, ალესანდრო ნესტა – მე-20-ზე, კრისტიან ვიერი 24-ეა, რომელსაც ჯორჯო კიელინი მოჰყვება. ჯენარო გატუზო 28-ეა, ჯანლუკა ვიალი კი – 31-ე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერს ცვლილებები სჭირდება და კარში მამარდაშვილი სურს

სიტი ფავორიტია, ბარსა ჩავარდა: როგორ აფასებენ ბუქმეკერები ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებს