in

რობერტო ბაჯო ესპანეთი-იტალიიის მატჩის დროს სასტიკად დააყაჩაღეს: პისტოლეტი ჩაარტყეს და ოჯახთან ერთად ჩაკეტეს

რობერტო ბაჯო სასტიკი ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა.

Corriere del Veneto იტყობინება, რომ არა ნაკლებ 5 შეიარაღებული ადამიანი შევარდა ცნობილი ფეხბურთელის სახლში, როდესაც ის ოჯახთან ერთაად ესპანეთი-იტალიის წუხანდელ მატჩს უყურებდა.

ვარაუდობენ, რომ ეს პროფესიონალთა ბანდა იყო თუ მათ მეთოდებს გავითვალისწინებთ: ყაჩაღობა კარგად დაგეგმილი იყო, ხოლო დრო შემთხვევით არ შეურჩევიათ.

როგორც კი ყაჩაღები სახლში შევარდნენ, ბაჯო შეეცადა ერთ-ერთისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ბოროტმოქმედმა მას შუბლში პისტოლეტი ჩაარტყა, შემდეგ რობერტო და ოჯახის სხვა წევრები დაახლოებით 40 წუთი ოთახში ჩაკეტეს.

მოიპარეს საათი, ძვირფასეულობა და ფული. როდესაც ფეხბურთელი მიხვდა, რომ დამნაშავეები წავიდნენ, კარი შეამტვრია და კარაბინერებს დაუძახა.

ბაჯო გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში წაიყვანეს და შუბლზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. მისი მეუღლე და სამი შვილი არ დაშავებულან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თუ გერმანია ევრო 2024-ს მოიგებს, ფანები მთელი წელი მატარებლით გადაადგილებას ფასდაკლებით შეძლებენ

როგორ აპირებს ჩეხეთი ჩვენთან თამაშს: საქართველო დაცვაშიც კარგია და კონტრშეტევაზეც…