in

რისი დამტკიცება მსურს მსოფლიოსთვის: ილია თოფურიას ძმამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელი მებრძოლი, კობი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ((30–27, 30–27, 30–27) დაამარცხა.

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ილიას ძმამ სადებიუტო ბრძოლაში პირველივე გამარჯვება მოიპოვა.

ალექსანდრეს MMA-ის კარიერაში 6 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

აღნიშნული ბრძოლისთვის ალექსანდრეს სეკუნდანტი მისი ძმა, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია იყო, ხოლო თიქნესის ალექსანდრ ვოლკანოვსკი.

ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ გამარჯვება ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ერთად, აჭარულის ცეკვით აღნიშნა.

მოგეხსენებათ, დვალიშვილი თოფურიას საგულშემატკივროდ ავსტრალიაში ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა.

ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

“ემოციური კვირა იყო, მართალია თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ არ დავმალავ, როცა შენი ძმა ჩემპიონია, ზეწოლას ვერ დავარქმევ, მაგრამ პასუხისმგებლობა გემატება, რომ თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინო. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა.

თიქნესი კარგად გამოიყურებოდა და ვფიქრობ, რომ UFC-ისგან მორიგ შანსს იმსახურებს, ამ ბიჭს მებრძოლი სული აქვს, თუ ოდესმე კობი ესპანეთში ჩამოვა, ჩემი სახელი ახსენოს და მას ჩემს სახლში მოიყვანენ. ვპირდები, რომ ესპანეთში კარგ
დროს გაატარებს.

რისი დამტკიცება მსურს მსოფლიოსთვის? ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს დამტკიცება მინდა. მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ, ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისა და პრინციპებისთვის”, – განაცხადა ალექსანდრემ ბრძოლის შემდეგ.

ალექსანდრე თოფურიამ ბრძოლის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

“როცა ჩხუბი დაიწყო და მაგრად მოვარტყი, ილიამ დამშვიდებისკენ მომიწოდა. ორი არჩევანი იყო: ან გიჟური ჩხუბი დამეწყო, ან ნაბიჯ-ნაბიჯ წავსულიყავი წინ და საკუთარ შანსს დავლოდებოდი, მეორე ავირჩიე. თან მატჩის წინ ოპოპნენტი “დამპირდა” ღრმა წყლებში შევიყვანო და მაინტერესებდა რას მიმზადებდა. ღრმა წყლები არ ვიცი, მაგრამ სამი რაუნდი ჩემს ოკეანეში კი გაატარა.

სუპლექსის (ჭიდაობის ილეთი. რედ.) გაკეთების იდეა ბრძოლის დაწყებამდე მქონდა. იმავე ილეთი ილიამ
სადებიუტო ჩხუბში აჩვენა და მეც იგივე გავაკეთე.

გარშემო სულ ახლობელი ადამიანები იყვნენ: ჩემი ძმა, მერაბ დვალიშვილი, გურამ ქუთათელაძე, ძმები კლიმენტები, ეს ძალიან სასიამოვნო გახლდათ და ვცდილობდი, თითოეული მათგანის რჩევა გამეთვალისწინებინა.

ალექს ვოლკანოვსკის უდიდეს პატივს ვცემ და მას ხელს ყოველთვის ჩამოვართმევ. თუმცა ეს ჩხუბი მისი და ჩემი ძმის დაპირისპირება არ ყოფილა, ეს ალექსანდრე თოფურიასა და კოლბი თიქნესის ბრძოლა იყო.

რატომ გამოვედი “გლადიატორის” საუნდრტრეკის ფონზე? მე და ილია ბავშვობიდან მხოლოდ ომზე გადაღებულ ფილმებს ვუყურებდით, “გლადიატორი”, კი ჩვენი საყვარელი კინოა. არჩევანი ასეთი მქონდა: ან ქართული სიმღერის ფონზე გამოვიდოდი, ან გლადიატორის საუნდრეკზე. მატჩამდე 1 კვირით ადრე ილომ ერთ-ერთი ნაწყვეტი გამომიგზავნა და ეს მუსიკა ავარჩიე.

დიახ, ოქტაგონზე ვთქვი, რომ კოლბი UFC-ში ყოფნას იმსახურებს (ავსტრალიელი UFC-ის მებრძოლი არ ყოფილა და ორგანიზაციამ 1-მატჩიანი კონტრაქტი გაუფორმა ალექსანდრესთან საჩხუბრად) და ნამდვილად ასე ვფიქრობ. ამ ბიჭმა 2 კვირაში დაუგეგმავი ბრძოლა მიიღო, დამიპირისპირდა ადამიანს, რომელსაც დიდი ჰაიპი ჰქონდა და ჩხუბში უკან ნაბიჯი არ გადაუდგამს. თიქნესი ნამდვილი გლადიატორია, მას ჩხუბი უყვარს და შეუძლია კიდეც. მერე რა, რომ დღეს ჩემთან დამარცხდა, ყველაფერი წინ აქვს და გამიხარდება, თუ ეს ბიჭი ჩვენი დივიზიონის სრულფასოვანი წევრი გახდება.”

ილიას უფროსი ძმის დებიუტს MMA სამყაროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ქართველის ასპარეზობა შეაფასეს.

“ძმები თოფურიების ავიახაზები” – დაწერა ბრაზილიელმა რენატუ მოიკანუმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ UFC-ის მსუბუქი წონის ქამარზე იჩხუბა.

“პირველივე მატჩში თოფურიამ საბრძოლო უნარების ძალიან ფართო დიაპაზონი აჩვენა. ყოჩაღ!” – აღნიშნა UFC-ის ლეგენდა მაიკლ კიეზამ.

“თოფურიებს ძალიან მაგარი დაცვა აქვთ!’ – ეს კომენტარი ორგანიზაციის მებრძოლ ტერენს მაკკენის ეკუთვნის.

“მთელი ღონისძიების ყველაზე დიდი ფავორიტი იყო და 0 ინტენსივობით იჩხუბა. ალექსანდრე თოფურიას დებიუტით ძალიან გაოცებული ვერ დავრჩი,” – დაწერა UFC-ის ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჰენრი სეხუდომ.

სავარაუდოდ, ალექსანდრე წელს კიდევ, მინიმუმ 1 ბრძოლას ჩაატარებს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ელჩია

გოგას 26 წუთი სანდროს გუნდთან და მინიმალური მოგება