მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია. რთულ ჯგუფში მოვხვდით: ქვემოთა კალათიდან ბულგარეთი შეგვხვდა, ზემოდან თურქეთი და პირველიდან ან ესპანეთი იქნება ან ნიდერლანდები.
წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლი:
„რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად.
რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების დაკარგვა. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ საშინაო კედლებში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი”.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი, ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ. E ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირი სამს ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings