საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას „ჰამბურგში“ განაგრძობს. ის მეათე მოთამაშე გახდა, რომელიც ახალ სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში ითამაშებს.
ეს რეკორდული ციფრია, რადგან ერთდრულად ათ ქართველ მოთამაშეს ევროპის საუკეთესო ლიგებში არ უთამაშიათ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი კლუბი „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში ხანგრძლივი პაუზის და ბრძოლის შემდეგ დაბრუნდა.
ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-შია, სამი მოთამაშეა იტალიის სერია A-ში, ორი – გერმანიის ბუნდესლიგაში, ერთი ინგლისის პრემიერლიგაში. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული რეკორდია.
ჯერ უცნობია, „კრემონეზეს“ ძირითად გუნდში დაწინაურებული 20 წლის ქართველი ტალანტი იტალიის სერია A-ს გუნდში დარჩება თუ იჯარით სხვაგან ითამაშებს. თუმცა, ტოპლიგებში 9 მოთამაშეც არასოდეს გვყოლია.
ქართველი ფეხბურთელები ტოპ-5 ლიგებში
საფრანგეთის ლიგა 1
ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ
გიორგი მიქაუტაძე, ლიონი
გიორგი წიტაიშვილი, მეცი
გიგი აბუაშვილი, მეცი
იტალიის სერია A
საბა გოგლიჩიძე, უდინეზე
საბა საზონოვი, ტორინო
დაჩი ლორთქიფანიძე, კრემონეზე
გერმანიის ბუნდესლიგა
ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
გიორგი გოჩოლეიშვილი, ჰამბურგი
ინგლისის პრემიერლიგა
გიორგი მამარდაშვილი, ლივერპული
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings