in

რეკორდი პარალიმპიადაზე: საქართველოს 9 მედალი აქვს

საქართველოს პარალიმპურმა გუნდმა, რომელიც პარიზის XVII პარალიმპურ თამაშებს სპორტის 6 სახეობაში (პარა სროლა, პარა წოლჭიმი, პარა ძიუდო, პარა მძლეოსნობა (შუბის ტყორცნა, ბირთვის კვრა), ეტლით ფარიკაობა, პარა ტაეკვონდო) 14 პარა ათლეტით ეწვია, 9 მედალი მოიპოვა.

მათ შორის ჩემპიონობა იზეიმა გიგა ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53 კატეგორია);
ვერცხლის მედლებით დაასრულეს გამოსვლა ვლადიმერ ჭინჭარაულმა (ტყვიის სროლა, R9 კატეგორია), ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა, რევაზ ჩიკოიძემ, (სამივე პარა ძიუდო, J2 კატეგორია);
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ანა ჯაფარიძემ (პარა ტაეკვონდო, K44 კატეგორია), ნინო თიბილაშვილმა (ეტლით ფარიკაობა, A კატეგორია), ინა ქალდანმა (პარა ძიუდო, J2 კატეგორია) და აკაკი ჯინჭარაძემ (პარა წოლჭიმი).

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მოპოვებული მედლების რაოდენობით პარალიმპური თამაშების რეკორდი დაამყარა. აქამდე საუკეთესო შედეგი იყო ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე მოპოვებული 3 ვერცხლის მედალი.

საქართველოს ნაკრები 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ქვეყნების საერთო ჩათვლაში 51-ე ადგილზე გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრები ალბანეთშია: დღეს საღამოს პრესკონფერენცია და ვარჯიშია

რაში უნდა მოუმატოს მამარდაშვილმა: ლივერპულის ექსპერტი ქართველ მეკარეზე