ქართულ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებები იგეგმება? Sport4me.ge-ს რამდენიმე წყაროსგან ხმები მოუვიდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატებში გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს. ჯერჯერობით, ფედერაცია ანიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, რადგან ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც არის.
საუბარია, ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ში გუნდების რაოდენობის 14-მდე გაზრდაზე. ასევე, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება იგეგმება ლიგა 3-ში და ლიგა 4-ში გუნდების რაოდენობის 20-მდე გაზრდა და რეგიონალური ლიგის საერთოდ გაუქმება.
ასე რომ, ეს ყოველივე, განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად რევოლუციური ცვლილებები იქნება, რომელიც დიდ რეზონანსს გამოიწვევს ყველაფერი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რომლის ფინიშამდეც 4 ტურია დარჩენილი.
GIPHY App Key not set. Please check settings