in

რევოლუცია იტალიაში: სერია A პრემიერლიგის გზით წავა…

სერია A-ს პრეზიდენტი ლორენცო კაზინი აფრთხილებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, რომ მისი უწყება “ავტონომიისთვის” იბრძოლებს – ეს ნიშნავს ინგლისური პრემიერლიგის ანალოგიურ მართვის მოდელზე გადასვლას.

იტალიის სერია A, იგივე ლეგა კალჩო, იმ 20 კლუბის გაერთიანებაა, რომელიც ამჟამად ქვეყნის საკლუბო ფეხბურთის ელიტას წარმოადგენას.

კაზინის რევოლუციური განცხადება პასუხია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას რამდენიმე დღის წინანდელ გამოსვლაზე, სადაც ლაპარაკი იყო რეფორმებზე. მაგალითად, სერია A-ში გუნდების რაოდენობის 20-დან 18-მდე შემცირება და ლიგისთვის ვეტოს უფლების გაუქმება.

როგორც ჩანს, სწორედ ამან გადააწყვეტინა კლუბების გაერთიანებას, განვითარების გზები ახლებურ მენეჯმენტში, ახალი მოდელის დამკვიდრებაში ეძებნა. თუმცა ეს ახალია იტალიელებისთვის, თორემ ინგლისური პრემიერლიგა 1992 წლიდან ამ გზით მიდის და დიდი წარმატებითაც.

ერთიანობის იშვიათი დემონსტრირებით, სერია A-ს ოცივე კლუბმა ხმა მისცა ახალ სპონსორულ ხელშეკრულებას – მომავალი წლიდან სერია A-ს სამარკო ნიშანს დაემატება – Enilive (ენერგოკომპანია Eni-ის შვილობილი), როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში იყო TIM-თან (სატელეფონო კავშირის გიგანტი) ურთიერთობაში.

“ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის, ფედერალური რეფორმები, – თქვა კაზინიმ პრესკონფერენციაზე, – ზოგიერთი რამ უკვე მიყვანილია ბოლომდე, ზოგიც ჯერ კიდევ უნდა გაანალიზდეს, მაგრამ დებატებმა აჩვენა, რომ ფედერალური სისტემა, რომელშიც შედის სერია A, სადღეისოდ უკვე არაადეკვატურია და ცვლილებებს საჭიროებს…

ჩვენ გვჭირდება მეტი ავტონომია და არჩევანის თავისუფლება, ამიტომ, ასამბლეამ გადაწყვიტა, დაიწყოს ავტონომიის მექანიზმის შეფასების პროცესი, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის მოდელის მსგავსია.ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის შესწავლას მომავალ ასამბლეაზე…

ტექნიკური თვალსაზრისით, პრემიერლიგა არ არის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიღმა, ის კვლავ ერთიან სისტემაშია… უბრალოდ, ეკონომიკური წონის გამო პრემიერლიგას განსხვავებული ორგანიზაციული მოდელი აქვს. ჩვენთან კი სერია A-ს არ ანიჭებენ იმ წონას, რასაც იმსახურებს…

თამაშის წესებს ვერ შევეხებით, ამიტომ ეს გამორიცხულია. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ექსპერიმენტების ჩატარებას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა სერია A…

არის სხვა რამ, რაც შეიძლება მიღებულ იქნას, ვთქვათ, შეზღუდვები გუნდების შემადგენლობებზე, წესები არაევროკავშირელი მოთამაშეებისთვის, ახალგაზრდული აკადემიები… ამ დროისთვის ამ ყველაფერს ფეხბურთის ფედერაცია წყვეტს. მომავალში სერია A ამ საკითხებში უფრო ავტონომიური იქნება”.

ეს რეფორმები უთუოდ გააღიზიანებს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას, რომელიც ყოველთვის ამ შეზღუდვების მომხრე იყო, რათა დაიცვან ადგილობრივი ტალანტები უცხოელთა ექსპანსიისგან.

lelo.ge

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 11 ქულა და ვირტუსის იოლი გამარჯვება ტრევიზოში

ისევ ისე: საკუთარი თამაში ხვიჩასაც მოეწონა და პოსტი დადო