პარიზის პარალიმპური თამაშების ბოლოსწინა დღეს საქართველოს მედლების კოლექცია გაიზარდა. წარმატებას მიაღწია პარა ძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია, +90 კგ).
ქართველი პარა ათლეტი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაება. წმინდა გამარჯვება მოიპოვა ჯერ ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასთან, შემდეგ ყაზახ ჟურკამირზა შუკურბეკოვთან და ფინალში გავიდა.
სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ იბრაჰიმ ბოლუკბაშისთან, ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოს პარალიმპური თამაშებიც მეორე ადგილზე დაასრულა.
ბრინჯაოს მედალთან იყო ახლოს ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა ყიზილაშვილი (J2 კატეგორია -90 კგ) – ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იპონით წააგო უზბეკ დავურხონ კარუმატოვთან და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings