გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებით მადრიდის „რეალმა“ 133.7 მლნ ევრო გამოიმუშავა.
ესპანურმა გრანდმა უეფასგან ყველაზე მეტი თანხა მიიღო.
მეორე ადგილზე „ლივერპული“ გავიდა, რომელმაც ფინალამდე მიაღწია – 120 მლნ. კიდევ ორი გუნდია, რომლებმაც 100 მლნ-ზე მეტი იშოვეს – „ბაიერნი“ (110 მლნ) და „მანჩესტერი“ (109 მლნ).
პსჟ-მ მიიღო – 92 მლნ, „ჩელსიმ“ – 91.9 მლნ.
საშუალოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეებმა მიიღეს 61.8 ნლნ ევრო. ყველაზე ცოტა შეხვდა „შერიფს“ – 23.7 მლნ.
უეფამ „ბარსელონას“ ჩაურიცხა 64.6 მლნ ევრო ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის და 6.4 მლნ ევრო ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაშისთვის. ევროპა ლიგაზე ყველაზე მეტი „აინტრახტმა“ იშოვა (38 მლნ ევრო).
კონფერეს ლიგის ყველა მონაწილეს შორის უეფამ 235 მლნ ევრო გაანაწილა. გამარჯვებულ „რომას“ ყველაზე მეტი შეხვდა – 19.2 მლნ.
GIPHY App Key not set. Please check settings