in

რეალს ლიგაზე ისევ უმართლებს: 1/8 ფინალი დასრულდა

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა.
მეორე სათამაშო დღის მთავარი ამბავი მადრიდში ხდებოდა, სადაც დერბიში „ატლეტიკომ“ უკვე 28-ე წამზე გატანილი გოლით ამოუქაჩა „რეალს“ და საქმე საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა. თუმცა ეს ტურნირი ხომ „რეალისაა“ და „სამეფო კლუბი“ აქაც გამოძვრა და გავიდა. თანაც ნახეთ რა მოხდა: პენალტების სერიაში ხულიან ალვარესი დარტყმისას ბურთს შემთხვევით ორჯერ შეეხო და გოლი არ ჩაუთვალეს. გამართლებაა აბა რა…

ატლეტიკო – რეალი 1:0 (პენ 3:4)
გოლი: გალახერი (1)
გამოუყენებელი პენალტი: ვინისიუსი (70, რეალი)

“რეალმა” დაამარცხა “ატლეტიკო” ჩემპიონთა თასის / ლიგის ოთხივე ორრაუნდიან დაპირისპირებაში და მოუგო პენალტების სერია ექვსიდან ექვს შემთხვევაში.

“რეალმა” ჩემპიონთა თასის / ლიგის ისტორიაში მეოთხედ მოიგო პენალტების სერია – ყველაზე მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მე-40-ჯერ გავიდა – ეს რეკორდია. მადრიდელებს ეს ეტაპი ხუთი წელია არ გამოუტოვებიათ.

კონორ გალაჰერის (“ატლეტიკო”) მიერ 27-ე წამზე გატანილი გოლი არის ყველაზე სწრაფი, რომელიც ზოგადად ინგლისელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გაუტანია. ამასთან, ეს არის “ატლეტიკოს” ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მასშტაბით. და კიდევ – ყველაზე სწრაფი გოლი “რეალის” კარში 2007 წლის (როი მაკაი, მე-10 წამზე) შემდეგ.

ვინიუსისმა, “რეალის” ფეხბურთელად ყოფნის პერიოდში, პირველად ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი.

დიეგო სიმეონე: მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის გვიგებს, მაგრამ მათ მაგრად უჭირთ. ვამაყობ ატლეტიკოთი, ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს”.

არსენალი – პსვ 2:2
გოლები: 1:0 ზინჩენკო (6), 1:1 პერიშიჩი (18), 2:1 რაისი (37), 2:2 დრიოში (70)

მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით „არსენალი“ ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ბოლოს გუნდი აქამდე 2010 წელს გავიდა.

ასტონ ვილა – ბრიუგე 3:0
გოლები: 1:0
ასენსიო (50), 2:0 მატსენი (57), 3:0 ასენსიო (61)
გაძევება: საბე (16, ბრიუგე)

„ასტონ ვილა“ 1983 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში.

ასენსიომ “ასტონ ვილაში” ბოლო 5 თამაშში 7 გოლი გაიტანა – მეტი, ვიდრე მთელ 2024| წელს.

ლილი – დორტმუნდი 1:2
გოლები: 1:0 დავიდი (5), 1:1 ჯანი (54, პენ), 1:2 ბაიერი (66)

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სერჰუ გირასი მონაწილეობდა “დორტმუნდის” 14 გოლში (10+4). ეს არის მეორე ყველაზე მაღალი შედეგი, რომელიც მიღწეულია აფრიკელი ფეხბურთელის მიერ. 2017/18 წლების სეზონში ანალოგიური მიღწევა ჰქონდა მოჰამედ სალაჰს.

ნიკო კოვაჩს (“დორტმუნდი”), როგორც მწვრთნელს, ჩემპიონთა ლიგის 8 გასვლითი მატჩიდან არცერთი არ წაუგია. ტურნირის ისტორიაში მხოლოდ 3 მწვრთნელია, რომელსაც უკეთესი შედეგი აქვს: ლუის ვან გალი (14 თამაში), პეპ გვარდიოლა და ერიკ ტენ ჰაგი (ორივე – 11).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაინაღდა: შერმადინმა 16 წუთში 2 ქულა ჩააგდო

¼ ფინალისტები დაწყვილდნენ: ხვიჩა და პსჟ ისევ ინგლისელებთან და ისევ სახლში იწყებენ