ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის მატჩები დაიწყო.
დაფიქსირდა ორი სენსაციური შედეგი: “მილანმა” მადრიდში “რეალს” 3:1 მოუგო, “სპორტინგმა” კი საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” 4:1.
ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენების გუნდებმა ისევ წააგეს: როგორ ითამაშეს კიტეიშვილმა და კაშიამ
სლოვანი – დინამო (ზაგრები) 1:4
გოლები: 1:0 სტრელეცი (5), 1:1 შპიკიჩი (10), 1:2 სუჩიჩი (30), 1:3 კულენოვიჩი (54), 1:4 კულენოვიჩი (73)
პსვ – ჟირონა 4:0
გოლები: 1:0 ფლამინგო (16), 2:0 ტილმანი (33), 3:0 საიბერი (76), 4:0 კრეიჩი (88, საკ. კარში)
გაძევება: მარტინესი (56, ჟირონა)
მალიკ ტილმანი (“ეინდჰოვენი”) მეოთხე ამერიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მანამდე ეს შეძლეს დამარკუს ბიზლიმ (2007), ფაბიან ჯონსონმა (2015) და კრისტიან პულიშიჩმა (2017).
“ჟირონამ” 4 ავტოგოლი გაიტანა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ 4 მატჩში, რაც რეკორდია ტურნირის ისტორიაში.
დორტმუნდი – შტურმი 1:0
გოლი: მალენი (85)
ბოლონია – მონაკო 1:0
გოლი: კერერი (86)
სელტიკი – ლაიპციგი 3:1
გოლები: 0:1 ბაუმგარტნერი (23), 1:1 კიუნი (35), 2:1 კიუნი (45+1), 3:1 ჰატატე (72)
38 წლის კასპერ შმეიხელი (“სელტიკი”) ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვან მოთამაშეთა შორისაა, ვინც საკუთარ დაბადების დღეზე ითამაშა. ასევე, ამ ასაკში გავიდა მოედანზე დევიდ სიმენი (“არსენალი”) 2001 წლის სექტემბერში “შალკეს” წინააღმდეგ.
ლილი – იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 დევიდი (27), 1:1 ვლაჰოვიჩი (60, პენ)
დუშან ვლაჰოვიჩს (“იუვენტუსი”) სერია A-ს მოთამაშეთაგან ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი გასვლით მატჩებში – 8. გარდა ამისა, “ლილთან” ზუსტად შესრულებული პენალტი მისთვის 50-ე გოლი იყო “ბებერი ქალბატონის” მაისურით.
ლივერპული – ბაიერი 4:0
გოლები: 1:0 დიასი (61), 2:0 გაკპო (63), 3:0 დიასი (83), 4:0 დიასი (90+2)
სპორტინგი – მანჩესტერ სიტი 4:1
გოლები: 0:1 ფოდენი (4), 1:1 დოკერეში (38), 2:1 არაუხო (46), 3:1 დოკერეში (49, პენ), 4:1 დოკერეში (80, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანდი (69, მანჩესტერ სიტი)
ვიქტორ დიოკერეშს (“სპორტინგი”) არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი და “ასისტი” აქვს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში – 5+1. ის ასევე არის მეორე შვედი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად.
მხოლოდ მესამე შემთხვევაა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში 4 გოლი გაუშვა. აქამდე, ეს მოხდა 2014 წლის აპრილში, როცა “ბაიერნი” 0:4 დამარცხდა “რეალთან”, და 2016 წლის ოქტომბერში, როცა “სიტიმ” ასევე 0:4 წააგო “ბარსელონასთან”.
გვარდიოლა: “რთული მომენტია, მაგრამ არ მინდა დანებება. ეს ფეხბურთია, ზოგჯერ შეიძლება წააგო კიდეც. ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, შესაძლოა გამონაკლისი იყო“.
რეალი – მილანი 1:3
გოლები: 0:1 ტიავი (12), 1:1 ვინისიუსი (23, პენ), 1:2 მორატა (39), 1:3 რეინდერსი (73)
“რეალს” 7 მატჩი აქვს წაგებული “მილანთან” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. “სამეფო კლუბი” უფრო მეტჯერ მხოლოდ “ბაიერნთან” (11) და “იუვენტუსთან” (9) დამარცხდა.
“რეალმა” ზედიზედ 2 საშინაო მატჩი წააგო პირველად 15 წლის განმავლობაში, თითოეულში 3+ გაშვებული გოლით.
“რეალმა” ზედიზედ მე-3 მატჩში პირველმა გაუსვა გოლი. ყველა თამაში “ბერნაბეუზე” იყო.
“მილანი” პირველი გუნდია, რომელმაც “რეალს” 2-ჯერ გაუტანა 3 გოლი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩში. პირველად, ეს 2009 წლის ოქტომბერში მოხდა.
“რეალმა” “მილანისგან” 9 დარტყმა გაუშვა კარის ჩარჩოში, რაც ყველაზე მეტია მადრიდული კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო თამაშში 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.
“რეალმა” ზედიზედ ორ საშინაო მატჩში 3 (ან მეტი) გოლი პირველად გაუშვა 2009 წლის მაისის შემდეგ – “ბარსელონასთან” 2:6 და “მალიორკასთან” 1:3. საინტერესოა, რომ ამჟამინდელი ორი მატჩიდანაც ერთ-ერთი “ელ კლასიკო” (0:4) იყო.
პირველად, 2018/19 წლების სეზონის (ცსკა, “აიაქსი”, “ბრიუგე”) შემდეგ, “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2 საშინაო მატჩის პირველ ტაიმში 2 (და მეტი) გოლი გაუშვა.
ანჩელოტი: “რეალი ცუდად იცავდა თავს, სიმტკიცე გვაკლდა. ამაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი პრობლემები არა ინდივიდუალური, არამედ გუნდურია. უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“.
ალვარო მორატამ “რეალს” ყველა ტურნირზე ნათამაშებ 13 მატჩში 7 გოლი გაუტანა, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია კარიერაში ერთი კონკრეტული კლუბის წინააღმდეგ. ამასთანავე, მორატამ “რეალის” უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაში უფრო მეტჯერ აიღო “სამეფო კლუბის” კარი, ვიდრე სხვა ესპანელმა ფეხბურთელმა – 3.
GIPHY App Key not set. Please check settings