in

რეალობას უნდა დავუბრუნდეთ: კაპიტანი ჯგუფის მოგებაზე ფიქრობს – დღესსანიოლის პრესკონფერენციაა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 5 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

6 სექტემბერს, მატჩისწინა ვარჯიშს ნაკრები კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე, ჩეხეთის ეროვნული გუნდი კი, თამაშის მასპინძელ მიხეილ მესხზე ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე, აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო სევსამორაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

მოახლოებული შეხვედრის და ერთა ლიგის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა.

გურამ კაშია:
“ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. სახიფათოები არიან სტანდარტული მდგომარეობების დროს. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს.
რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება. უნდა ვიფიქროთ ჯგუფის მოგებაზე, მაგრამ ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია. ყველა მეტოქესთან 100 პროცენტი უნდა გავიღოთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად”.

6 სექტემბრის განრიგი

15:45 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (სასტუმრო სევსამორა, საგურამო)
16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

17:30 ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (მიხეილ მესხი)
18:00 ჩეხეთის ნაკრების ვარჯიში (მიხეილ მესხი, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდულმა საქართველომ 3 გოლით 3 ქულა აიღო და ლიდერთან წავიდა

რონალდო – 900 გოლი: არავინ იცის, რამხელა შრომად დამიჯდა ეს ყველაფერი