in

რეალმა შერმადინი უსაქმოდ დატოვა: ტენერიფე სამეფო კლუბთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ვიცე-კაპიტანის გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ესპანეთის თასის ნახევარფინალუ8რ შეხვედრაში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა და 79:85 დამარცხდა.

მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლოსკენ მადრიდელებმა მაღალი სათამაშო კლასის ხარჯზე მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა.

“რეალის” კალათბურთელებმა კარგად შეასრულეს მწვრთნელის დავალება და მოახერხეს “ტენერიფეს” ცენტრების განეიტრალება. გიორგი შერმადინმა მოედანზე 13 გაატარა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 1 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

გიორგი მადრიდან საქართველოში მოდის. 19 და 21 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო “ბაბლს” უმასპინძლებს. “ჯვაროსნები” სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

ბოლო ბაბლი საქართველოში: როგორ იცხოვრებენ და ითამაშებენ გუნდები

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე ერთგული ფეხბურთელები: ვინ არ მიდიან სხვაგან

ჰაალანდს ბოლოსკენ გააქვს, ვოლფსბურგი ყოჩაღი გახდა – ბუნდესლიგა ფაქტებში (21-ე ტური)